ეკონომიკა
დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 36 პროცენტით გაიზარდა

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 36 პროცენტით გაიზარდა


დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-მაისში 1285.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 36.0 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 383.4 მლნ. აშშ დოლარი (62.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 901.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (27.2 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 32.6 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 38.2 პროცენტი და იმპორტში 30.7 პროცენტი (2016 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 27.5, 30.2 და 26.7 პროცენტი). 2017 წლის იანვარ-მაისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 26.8 პროცენტი (2016 წლის იანვარ-მაისში 25.3 პროცენტი).




წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის