ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის გენერალურ დირექტორს ხვდება

დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის გენერალურ დირექტორს ხვდება

ამ წუთებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის გენერალურ დირექტორს შონ ო'სალივანს ხვდება, რომლის დროსაც ხელი მოეწერება შეთანხმებას საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის "მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტის" შესახებ" 80 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე,- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის არსებული, დაახლოებით, 50 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზას და ასევე, მისასვლელ გზებს, რომლებიც აღნიშნულ გზასთან დააკავშირებს სარკინიგზო სადგურებს და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკს.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის