ეკონომიკა
მაისში ექსპორტი 24.9%-ით გაიზარდა

მაისში ექსპორტი 24.9%-ით გაიზარდა


„საქსტატის“ მონაცემებით, 2017 წლის მაისში ექსპორტი წლიურად 24.9%-ით გაიზარდა და 215.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 3.8%-ით გაიზარდა და 633.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 4.6%-ით შემცირდა და 418.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად 2017 წლის ხუთ თვეში, ექსპორტი 28.6%ით გაიზარდა და 1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტი 10.8%-ით გაიზარდა და 2.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, შედეგად სავაჭრო დეფიციტი 3.4%-ით გაიზარდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. საგარეო ვაჭრობის დეტალური სტატისტიკა 2017 წლის 19 ივნისს გამოქვეყნდება.




წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის