ეკონომიკა

"საქართველოს მელიორაციამ" აფხანაურის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი განახორციელა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაციამ" ბაღდათის მუნიციპალიტეტში აფხანაურის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი განახორციელა.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 კმ-მდე მაგისტრალურ არხს,  მოეწყო მილხიდები  და  წყალსარეგულაციო კვანძები.  გაიწმინდა  წყალმიმყვანი და  გამანაწილებელი არხები  ჯამში 3,2 კმ.

ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტში წყალუზრუნველყოფილია  სოფ. ფერსათისა და ვარციხის 250 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.

2012 წლიდან იმერეთის მხარეში  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 17 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 13 765 ჰექტრამდე, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 4 450 ჰექტრამდეა გზარდილი.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის