ეკონომიკა

"ჯორჯიან ეირვეისის" დირექტორი: რუსულმა მხარემ გაფრთხილების გარეშე შეგვიმცირა რეისები

"ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორი გივი დავითაშვლი რეისების შეზღუდვის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებას ეხმიანება და ეკონომიკის სამინისტროსგან ადეკვატურ რეაგირებას ითხოვს. გივი დავითაშვილი ამ საკითხზე ტელეკომპანია "იმედს" ესაუბრა.

"აღმოვჩნდი სიტუაციაში, როცა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, შეთანხმებული, ნებართვაგაცემული ფრენები გააუქმა რუსეთის მხარემ და დაგვიტოვა 21 სიხშირის ნაცვლად მოსკოვის მიმართულებაზე მხოლოდ 17 სიხშირე. ამიტომ არის საჭირო, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სტრუქტურამ რომელიც კომპეტენტურია ამ საკითხში, უკვე გადადგას ადეკვატური ნაბიჯები, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს და ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაეცეს რუსების ამ აღვირახსნილ მოქმედებებს რასაც ამ ბოლო წლების განმავლობაში აქვს ადგილი",-განაცხადა გივი დავითაშვილმა.

15 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ Georgian Airways-ს მოსკოვის მიმართულებით ფრენები შეუზღუდა.

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი მაქსიმ სოკოლოვი იმედოვნებს, რომ მოსკოვში ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-თან დაკავშირებით არსებული სიტუაცია ერთი კვირის განმავლობაში გადაიჭრება. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო TASS-მა დღეს გაავრცელა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის