ეკონომიკა
ბათუმში სასმელი წყლის შადრევნებისა და ფანჩატურების მონტაჟი გრძელდება

ბათუმში სასმელი წყლის შადრევნებისა და ფანჩატურების მონტაჟი გრძელდება


ბათუმში სასმელი წყლის შადრევნების მონტაჟი დასრულდა. ქალაქის მასშტაბით სულ 44 ერთეული სასმელი წყლის შადრევანი დამონტაჟდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 39 ათასი ლარი გამოიყო. პარალელურ რეჯიმში მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საერთო სარგებლობის ეზოებსა და სკვერებში საბაღე სკამებისა და ფანჩატურების დადგმა. სამუშაოები "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის" მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. დაგეგმილია 123 ერთეული ფანჩატურის განთავსება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 95 ათასი ლარი დაიხარჯება




წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის