ეკონომიკა
სემეკის გადაწყვეტილებით, გაზის ტრანსპორტირების ტარიფი, საშუალოდ, 0,5 თეთრით გაიზარდა

სემეკის გადაწყვეტილებით, გაზის ტრანსპორტირების ტარიფი, საშუალოდ, 0,5 თეთრით გაიზარდა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ, სემეკის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში გაზის ტრანსპორტირების ტარიფი საშუალოდ 5 თეთრით გაიზრდება.

აქამდე მოქმედი ტარიფი გაზის ტრანსპორტირებაზე იყო 1 კუბურ მეტრზე - 1. 383 თეთრი, ხოლო დღეს კომისიამ დაადგინა, რომ ერთიანი ტარიფი 1 კუბურ მეტრზე - 1.884 თეთრი იქნება.

სემეკის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გაზის ტრანსპორტირების ტარიფს სამომხმარებლო ტარიფზე გავლენა ექნება და თუმცა საბოლოოდ რა ტარიფი დადგინდება დანარჩენი კომპონენტების განხილვის შემდეგ გახდება ცნობილი.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის