ეკონომიკა
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, მისასალმებელი სიტყვით EIB-ის ვიცეპრეზიდენტი გამოვა

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, მისასალმებელი სიტყვით EIB-ის ვიცეპრეზიდენტი გამოვა

ჰუდაკი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებს. ის იყო სლოვაკეთის თავმჯდომარეობის დროს ევროკავშირის უფროსი შუამავალი ფინანსურ საკითხებში ევროკავშირის საბჭოში.

2015-2016 წლებში იგი იყო სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრი. იყო ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი და სლოვაკეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი ევროპის სტაბილურობის მექანიზმის მმართველთა საბჭოში.

ვაზილ ჰუდაკი ასევე, J.P. Morgan Chase-ში იყო აღმოსავლეთ ევროპის სახალხო სექტორის უფროსი მრეწველობის დარგში და მუშაობდა აშშ-სა და ევროპის “Citi Group”- სა და აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტის ფილიალებში.

ჰუდაკმა კარიერა ჩეხოსლოვაკიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო. სწავლობდა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში, პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტსა და ჰარვარდის ბიზნესსკოლაში.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის