თავდაცვა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა, სამხედრო პოლიციის და ეროვნული გვარდიის ოცეულებმა საზეიმო ცერემონიალი გამართეს. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას. 23-ე ბატალიონის კაპელანმა მამა ზაზა სოსიაშვილმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და დალოცა. 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ქართული სიმღერები და ცეკვები შეასრულეს. მშვიდობისმყოფელები სტუმრებს 23-ე ბატალიონის ქალი სამხედროების მიერ მომზადებული ქართული ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდნენ და საზეიმო ტორტი გაჭრეს. საზეიმო ცერომონიალს ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაური, გენერალ-მაიორი ჯონ ტომსონი დაესწრო. მოწვეულ სტუმრებს შორის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე კოალიციური ძალების ამერიკელი, პოლონელი და ჩეხი სამხედროები, ასევე ქართველი სამოქალაქო პირებიც იყვნენ.

წყარო: geonews.ge
გუშინ კვირის თვის