თავდაცვა
თავდაცვის სამინისტრო: ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტიგენტის შემცირება არ იგეგმება

თავდაცვის სამინისტრო: ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტიგენტის შემცირება არ იგეგმება


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართული კონტინგენტის რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

”ერთ-ერთი მედია საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დღის წესრიგში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართული კონტინგენტის რაოდენობის შემცირება დგას, სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოებაში კონტრიბუციას იმ ფორმითა და ძალების რაოდენობით განაგრძობს, როგორც ის ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა თუ მალიში ამ ეტაპზეა წარმოდგენილი. მიმდინარე პერიოდში დღის წესრიგში რაიმე სახის ცვლილება ამ კუთხით არ დგას - საქართველო ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება, რაც ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის 2018 წლის გაზაფხულის ჩათვლით კონტრიბუციას ითვალისწინებს.“- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგია იმ რეალიებს შეესაბამება, რაც მის გარშემო ვითარდება და გადაწყვეტილებებს მხოლოდ სტრატეგიულ პარტნიორებთან და ალიანსთან ინტენსიური და მჭიდრო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საფუძველზე მიიღებს.




წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის