თავდაცვა
დაშავებულმა ქართველმა სამხედროებმა პარასპორტულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

დაშავებულმა ქართველმა სამხედროებმა პარასპორტულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრისა და საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით დღეს პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში საჩვენებელი ტურნირები გაიმართა. ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. ტურნირში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა. საჩვენებელ თამაშებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ. ქართველმა სამხედროებმა საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად მჯდომარე ფრენბურთის ტურნირში მიიღეს მონაწილეობა, ასევე პარაკალათბურთში და სპორტის სხვა სახეობებში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კვირეული 14 ივნისს დაიწყო და მასში ქართველი დაშავებული სამხედროები აქტიურად მონაწილეობენ.

წყარო: geonews.ge
გუშინ კვირის თვის