თავდაცვა
ვაზიანის პოლიგონზე ცეცხლის კოორდინაციის სწავლება დასრულდა

ვაზიანის პოლიგონზე ცეცხლის კოორდინაციის სწავლება დასრულდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის პირადი შემადგენლობისთვის ცეცხლის კოორდინაციის სწავლება ჩატარდა. წვრთნებში ჩართულმა სამანევრო ბატალიონების საცეცხლე მხარდამჭერმა ჯგუფებმა და ნაღმმტყორცნელთა ბატარეებმა სწავლება ორ ფაზად გაიარეს. პირველი, თეორიული ნაწილი მოსამსაზადებელ პერიოდს მოიცავდა და IV მექანიზებულ ბრიგადაში მიმდინარეობდა. მეორე, პრაქტიკული ნაწილი კი, აღსრულებას დაეთმო. აღსრულების ფაზის განმავლობაში, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მონაწილეებმა 120 და 82 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნებიდან საბრძოლო სროლები განახორციელეს. სწავლების მიზანს სამანევრო ქვედანაყოფების საცეცხლე მხარდამჭერი ჯგუფებისა და ნაღმმტყორცნელთა ბატარეების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლება, კოორდინაციის განმტკიცება და ერთობლივი მუშაობისთვის საჭირო საბრძოლო მანევრების დახვეწა წარმოადგენდა. ცეცხლის კოორდინაციის სწავლებას სამი კვირის განმავლობაში IV მექანიზებული ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის ინსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ.

წყარო: geonews.ge
გუშინ კვირის თვის