თავდაცვა
სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე წვრთნების დროს ჯარისკაცი დაშავდა

სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე წვრთნების დროს ჯარისკაცი დაშავდა

სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე წვრთნების დროს 33 წლის ჯარისკაცი დაშავდა. მან დაზიანება მარცხენა ხელის მტევანზე მიიღო, რის გამოც ხელის ამპუტაცია ჩაუტარდა. ჯარისკაცი მკურნალობას ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სამხედრო პოლიციამ გამოძიება დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ჯარისკაცი სამიზნე სროლებს ახორციელებდა რა დროსაც მარცხენა ხელის მტევანი დაიზიანა. დანიშნულია ექსპერტიზა. ფაქტზე გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მხულით მიმდინარეობს.
შემთხვევა 26 ოქტომბერს მოხდა.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის