თავდაცვა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს DEEP-ის სამუშაო ჯგუფი სტუმრობს

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს DEEP-ის სამუშაო ჯგუფი სტუმრობს

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) წარმომადგენლები ეწვივნენ. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში მოწვეულმა ექსპერტებმა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი მოინახულეს და საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარ სერჟანტს შეხვდნენ. DEEP-ის სამუშაო ჯგუფის საქართველოში ვიზიტის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობისთვის რეკომენდაციების გაწევა. უცხოელი ექსპერტები სერჟანტთა მომზადების ცენტრს 2018 წლისთვის დაგეგმილ სერჟანტთა უმაღლესი საგანმანათლებლო კურსის სასწავლო პროგრამის ჩამოყალიბებასა და შემუშავების პროცესში დაეხმარებიან. შეხვედრებისას დეტალურად განიხილება სასწავლო მასალები, კურსის ხანგრძლივობა და სილაბუსი. DEEP-ის სამუშაო ჯგუფის მიზანია სერჟანტთა მომზადების ცენტრის მიერ შემუშავებული ახალი კურსი მთლიანად შეესაბამებოდეს ნატოს სტანდარტებს. ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის სამუშაო ჯგუფი საქართველოში წვრთნებისა და სამხედრო განათლების, სერჟანტთა მომზადების ცენტრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტის მოწვევით იმყოფება.

წყარო: geonews.ge
გუშინ კვირის თვის