მსოფლიო
 ანგელა მერკელი რომის პაპს შეხვდა

ანგელა მერკელი რომის პაპს შეხვდა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა,-ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

მედიის თანახმად, მერკელმა პონტიფიკოსთან საუბარს, რომელიც დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა, გამამხნევებელი უწოდა. აუდიენციის შემდეგ, მან საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მისი თქმით, ორივე მხარე თანხმდება, რომ გლობალურ გამოწვევებთან ერთობლივი ბრძოლაა საჭირო.

გერმანიის კანცლერისა და რომის პაპის შეხვედრა „დიდი ოცეულის“ სამიტის მზადების ფონზე გაიმართა, რომელიც 7-8 ივლისს ჰამბურგში გაიმართება. აღნიშნული საკითხი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

ანგელა მერკელი და რომის პაპი ერთმანეთს მეექვსედ შეხვდნენ. კანცლერი პონტიფიკოსის აუდიტორიას მეოთხედ ეწვია.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის