მსოფლიო
 ვლადიმერ პუტინმა თურქეთში რუსეთის ელჩი დანიშნა

ვლადიმერ პუტინმა თურქეთში რუსეთის ელჩი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის რესპუბლიკაში რუსეთის ელჩად ალექსეი ერხოვი დანიშნა. შესაბამისი ბრძანებულება რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ელჩად დანიშვნამდე, ერხოვი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიზისის მართვის ცენტრის სამინისტროს ხელმძღვანლობდა.

2017 წლის თებერვალში ერხოვმა სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის 6 წლის განმავლობაში სტამბოლში რუსეთის გენერალურ საკონსულოში მუშაობდა.

აღნიშნულ თანამდებობაზე ერხოვის წინამორბედი ანდრეი კარლოვი იყო, რომელიც ანკარაში 2016 წლის 19 დეკემბერს, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში მოკლეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელოვნების ცენტრში 15-20 გასროლის ხმა გაისმა. თავდამსხმელმა ჯერ დარბაზში მყოფ ადამიანებს გაუხსნა ცეცხლი, ხოლო შემდეგ ელჩს ესროლა. თავდამსხმელი თურქეთის პოლიციის ოფიცერი იყო, თუმცა თავდასხმისას სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. მისი ლიკვიდაცია ადგილზევე განხორციელდა.

მოგვიანებით, ჟურნალისტმა მაიკლ ვაისმა იმ ტექსტის თარგმანი გამოაქვეყნა, რასაც რუსეთის ელჩზე თავდამსხმელი სროლის შემდეგ ყვიროდა. შესაბამისს ტექსტს იგი თავის Twitter-ზე აქვეყნებს.

"არ დაგავიწყდეთ ალეპო! არ დაგავიწყდეთ სირია! მანამდე ვერ ეღირსებით უსაფრთხოებას, სანამ ჩვენი ტერიტორიები არ იქნება უსაფრთხოდ. ყველას, ვინც ამ ტირანიაში მონაწილეობს, პასუხი მოეთხოვება!", - ყვიროდა თავდამსხმელი.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის