მსოფლიო
საერთაშორისო კოალიციამ სირიაში ბაშარ ასადის არმიის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო

საერთაშორისო კოალიციამ სირიაში ბაშარ ასადის არმიის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო

შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით საერთაშორისო კონტრტერორისტულმა კოალიციამ სირიის ტერიტორიაზე ბაშარ ალ ასადის სამთავრობო გამანადგურებელი ჩამოაგდო. ინფორმაციას ორგანიზაცია Conflict Intelligence Team ავრცელებს.

ინციდენტი კვირას, 18 ივნისს, რასაფას დასახლებულ პუნქტთან მოხდა, რომელიც რაქადან სამხრეთით, 30 კმ-ში მდებარეობს. სირიის ხელისუფლების განცხადებით, გამანადგურებელი იმ დროს ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ოპერაციას ატარებდა.

სირიის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ ინციდენტს "აგრესიული ქმედება" უწოდა და შეერთებული შტატები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კოორდინირებულ ქმედებებში დაადანაშაულა.

საერთაშორისო კოალიციის განცხადებით, ოპერაცია წესების შესაბამისად განხორციელდა და ის თავდაცვითი ხასიათის იყო. კოალიცია ასევე აღნიშნავს, რომ ისინი სირიის რეჟიმთან, ან რუსეთის ძალებთან კონფლიქტს არ შეეცდებიან, თუმცა საკუთარ პარტნიორებს დაიცავენ.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის