მსოფლიო
პეტრო პოროშენკო შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

პეტრო პოროშენკო შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა,-ინფორმაციას პრეზიდენტის პრესმდივანი სვიატოსლავ ცეგოლკო facebook-ის გვერდზე ავრცელებს.

მანამდე, ტელეკომპანია "112 უკრაინა“ იუწყებოდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ვაშინგტონში თავის ამერიკელ კოლეგა, დონალდ ტრამპს შეხვდებოდა.

შეხვედრის შესახებ ასევე გამოცემა Европейская правда დიპლომატ წყაროებზე დაყრდნობით წერდა. მისი განმარტებით, კიევმა და ვაშინგტონმა ტრამპსა და პოროშენკოს შეხვედრის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

გამოცემის წყაროს თანახმად, ტრამპი და პოროშენკო ერთმანეთს 19 ივნისს შეხვდებიან.

თავად, პოროშენკომ ჯერ კიდევ იანვარში გამოცემა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თებერვალში თავის ამერიკელ კოლეგა, დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავდა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის