მსოფლიო
საერთაშორისო კოალიცია: სირიაში თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ რუსულ მხარეს ვესაუბრეთ

საერთაშორისო კოალიცია: სირიაში თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ რუსულ მხარეს ვესაუბრეთ

აშშ-ს ხელმძღვანელობით საერთაშორისო კოალიციის განცხადებით, სირიაში ბაშარ ასადის არმიის თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, ისინი რუს სამხედროებს ესაუბრნენ. ინფორმაციას სააგენტო Reuters ამერიკის ცენტრალური სარდლობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კოალიციის წარმომადგენლების განმარტებით, თავდასხმის შემდეგ, ისინი თავიანთ რუს კოლეგებს ტელეფონით დაუკავშირდნენ და მომხდარის შესახებ აცნობეს. საერთაშორისო კოალიცია ასევე აღნიშნავს, რომ ისინი"სირიის რეჟიმთან, ან რუსეთის ძალებთან კონფლიქტს არ შეეცდებიან, მაგრამ საკუთარი პარტნიორებს დაიცავენ.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით საერთაშორისო კოალიციამ სირიის ტერიტორიაზე ბაშარ ალ ასადის არმიის გამანადგურებელი ჩამოაგდო. ინციდენტი კვირას, 18 ივნისს, რასაფას დასახლებულ პუნქტთან მოხდა, რომელიც რაქადან სამხრეთით, 30 კმ-ში მდებარეობს.

სირიის ხელისუფლების განცხადებით, გამანადგურებელი იმ დროს ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ოპერაციას ატარებდა. სირიის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ ინციდენტს "აგრესიული ქმედება" უწოდა და შეერთებული შტატები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კოორდინირებულ ქმედებებში დაადანაშაულა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის