მსოფლიო
ბრექსითის პროცედურები ოფიციალურად დაიწყო

ბრექსითის პროცედურები ოფიციალურად დაიწყო

ბრექსითის პროცედურები ოფიციალურად დაიწყო.

ევროკავშირიდან გასვლის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრი დევიდ დევისი და ევროკავშირის წარმომადგენელმა მიშელ ბარნიმ , ბრიუსელში მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.

ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი პირობებზე 2019 წლის მარტამდე უნდა შეთანხმდნენ.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა 12-პუნქტიანია.

შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში რეფერენდუმი გასული წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამომრჩეველთა 51,9%-მა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.

ლონდონსა და შოტლანდიაში, ასევე ჩრდილოეთ ირლანდიაში ხმა ევროკავშირში დარჩენის სასარგებლოდ მისცეს, თუმცა უელსსა და ინგლისის საგრაფოებში ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი.

რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებისთანავე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, არასწორი იქნება, დარჩეს “გემის კაპიტნად” მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ სხვა გზა აირჩია.

დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ლისაბონის 50-ე მუხლის ამოქმედების შესახებ ოფიციალურ წერილს ხელი 29 მარტს მოაწერა, რითაც ბრექსითი ოფიციალურად დაიწყო.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის