მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერი: პოლიციას მიაჩნია, რომ ავტომობილის მძღოლი დამოუკიდებლად მოქმედებდა

ბრიტანეთის პრემიერი: პოლიციას მიაჩნია, რომ ავტომობილის მძღოლი დამოუკიდებლად მოქმედებდა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, ლონდონის პოლიცია მიიჩნევს, რომ ავტომობილის მძღოლი, რომელიც ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, დამოუკიდებლად მოქმედებდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

"პოლიციას გამოძიების აღნიშნულ ეტაპზე მიაჩნია, რომ ტერორისტი მარტო მოქმედებდა",-ციტირებს მეის სიტყვებს სააგენტო Bloomberg.

ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, ლონდონში მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა. ლონდონის პოლიციამ მომხდარს „სერიოზული ინციდენტი“ უწოდა და განმარტა, რომ საგამოძიებო დეპარტამენტი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.

ABC News თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინციდენტში სამი თავდამსხმელი მონაწილეობდა. პოლიციის განმარტებით, ათიდან რვა დაშავებული სხვადასხვა საავადმყოფოშია გადაყვანილი. პოლიცია აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებას აგრძელებს. Reuters- ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ პოლიცია თავდასხმას განიხილავს, როგორც "პოტენციური ტერაქტი".

18 ივნისს, ლონდონის ჩრდილოეთით, ადგილობრივი დროით შუაღამისას სევენ სისთერსის ქუჩაზე ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ისინი მეჩეთიდან გამოდიოდნენ.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის