მსოფლიო
პეტრო პოროშენკო ევროკავშირის მიერ ყირიმის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას

პეტრო პოროშენკო ევროკავშირის მიერ ყირიმის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას "მიესალმება"

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ევროკავშირის მიერ ყირიმის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას "მიესალმება". ამის შესახებ უკრაინის პირველი პირი მიკრობლოგ Twitter-ზე წერს.

პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კრემლი ევროკავშირის მიერ ყირიმის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებას არ ეთანხმება და მას „არალეგიტიმურს“ უწოდებს.

"ტრადიციულად, უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვეთანხმებით ამ სანქციებს. მათ ლეგიტიმურად არ განვიხილავთ. ვფიქრობთ, რომ ეს სანქციები საზიანოა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მათი ინიციატორები არიან", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

ევროკავშირის საბჭომ ყირიმის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. სანქციები მოიცავს ყირიმსა და სევასტოპოლში პროდუქტიის, ასევე ევროპული კომპანიების მუშაობისა და ტურისტული მომსახურების აკრძალვას.

სანქციები 2018 წლის 23 ივნისამდე გაგრძელდება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ყირიმთან და სევასტოპოლთან დაკავშირებით არაღიარების პოლიტიკას გააგრძელებს. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ასევე ყირიმსა და დონბასში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ სხვა სანქციები დააწესეს. პერსონალური სანქციები, რომელიც 150 პირსა და 37 ორგანიზაციას მოიცავს, 13 მარტიდან 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის