მსოფლიო
ისრაელი სირიაში მშვიდობის წინააღმდეგია

ისრაელი სირიაში მშვიდობის წინააღმდეგია

ისრაელი სამხრეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ისა და რუსეთის მიერ მიღწეული სამშვიდობო ზავის წინააღმდეგია

რადგან მეზობელ ქვეყანაში ირანისა და მისი სატელიტების გაძლიერების ეშინია. ამის შესახებ გაზეთი "ჰაარეცი" ისრაელის პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას. პარიზში ვიზიტისას ბინიამინ ნეთანიაჰუმ პირველად დააფიქსირა თავისი პოზიცია იმ სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომელიც ძალაში სირიაში გასულ კვირას შევიდა. "საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ნეთანიაჰუმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ისრაელი ვაშინგტონისა და მოსკოვის მიერ სირიის სამხრეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების წინააღმდეგია, რადგან ეს აღნიშნულ ქვეყანაში ირანის ყოფნას გააძლიერებს", - ნათქვამია გამოცემის სტატიაში. 7 ივლისს, ჰამბურგში, აშშ–ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირველ შეხვედრაზე, ლიდერები სირიის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 9 ივლისიდან ამოქმედდა.

წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის