მსოფლიო
საქართველოსა და უკრაინის მაგალითის გათვალისწინებით, ყარაბახის კონფლიქტი შეიძლება ახალი ძალით განახლდეს - აზერბაიჯანელი ექსპერტი

საქართველოსა და უკრაინის მაგალითის გათვალისწინებით, ყარაბახის კონფლიქტი შეიძლება ახალი ძალით განახლდეს - აზერბაიჯანელი ექსპერტი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მრჩეველი საგარეოპოლიტიკურ საკითხებში ნოვრუზ მამედოვი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით მთიანი ყარაბახის კონფლიქტი შესაძლოა ახალი ძალით განახლდეს.

"ყარაბახის კონფლიქტი მეოთხედ საუკუნეზე მეტია რაც გრძელდება, აზერბნაიჯანის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია სომხეთის მიერ; საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს ამ ოკუპაციას; მილიონზე მეტი ადამიანი ლტოლვილია; და ეს კონფლიქტი კვლავ "გაყინულ კონფლიქტად" ითვლება, რაც ჩემი აზრით გეოპოლიტიკური თამაშების შედეგია. საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მაგალითს თუ გავითვალისწინებთ, ეს გაყინული კონფლიქტი, შეიძლება ახალი ძალით განახლდეს, სამწუხაროა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ცალსახა პოზიციას დღემდე არ არ აფიქსირებს. ჩვენ კიდევ კონფლიქტის დარეგულირებაში ჩართული ქვეყნებისაგან დიდი ხანია პრობლემის სამართლიან გადაწყვეტას ველოდებით," აღნიშნავს მამედოვი.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის