მსოფლიო
ილონ მასკი: კაცობრიობისთვის ძირითადი საფრთხე ხელოვნური ინტელექტია

ილონ მასკი: კაცობრიობისთვის ძირითადი საფრთხე ხელოვნური ინტელექტია

ამერიკელმა ინვესტორმა, ბიზნესმენმა და გამომგონებელმა ილონ მასკმა გუბერნატორთა ეროვნული ასოციაციის შეხვედრაზე განაცხადა, რომ "ხელოვნური ინტელექტი მთავარი საფრთხეა, რომლის წინაშე ადამიანის ცივილიზაცია დგას". ინფორმაციას გამოცემა Fortune ავრცელებს.

მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა საინფორმაციო ომში ჩაერთოს, კერძოდ ე.წ ყალბი ახალი ამბების გავრცელებაში. ბიზნესმენი აცხადებს, რომ მის ხელთ ყველაზე მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია არსებობს.

2017 წლის ივლისში ილონ მასკმა განაცხადა, რომ კაცობრიობა კატასტროფის გზაზე დგას.

2016 წლის ნოემბერში კომპანია Tesla Motors-ისა და SpaceX-ის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ კაცობრიობა უბედურების ზღვარზე დგას, თუ ადამიანები ადაპტაციას ვერ შეძლებენ და საკუთარ ნიშას ვერ იპოვნიან.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის