მსოფლიო
ISIS-ის ლიდერი ალ-ბაღდადი ცოცხალია, აცხადებენ ერაყელი ქურთები

ISIS-ის ლიდერი ალ-ბაღდადი ცოცხალია, აცხადებენ ერაყელი ქურთები

ქურთების ანტიტერორისტული ძალების სარდლობის წარმომადგენელი ლაჰურ ტალაბანი (Lahur Talabany) აცხადებს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბუ ბაქრ ალ ბაღდადი ცოცხალია და ქალაქ რაკაში იმალება. ამის შესახებ მან სააგენტო "როიტერს" განუცხადა.

რამდენიმე დღით ადრე ამის შესახებ ერაყის შსს-ს წარმომადგენელმაც განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ რაკას ნაწილი ჯერ კიდევ ტერორისტების კონტროლქვეშაა.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ისლამური სახელმწიფო" უახლოეს მომავალში ოფიციალურად დაასახელებს ახალი ლიდერის ვინაობას.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის