მსოფლიო
იტალიაში ტყის ხანძარს ებრძვიან

იტალიაში ტყის ხანძარს ებრძვიან

იტალიის სამხრეთ რეგიონებში ტყის ხანძარი მძვინვარებს. უკვე რამდენიმე დღეა მეხანძრეები მის ჩაქრობას უშედეგოდ ცდილობენ. მათ საქმიანობას სიცხეები და ძლიერი ქარი უშლის ხელს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარი იტალიის ცენტრალური რეგიონების შემდეგ, სიცილიისა და სარდინიის შემოგარენშიც გავრცელდა.

მეხანძრეების დასახმარებლად ავიაციაცაა მობილიზებული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მაღალი ტემპერატურა და სიცხეები ნახევარკუნძულის მთელ ტერიტორიაზე აღინიშნება. იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში სიცხეების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის