მსოფლიო
უფლებადამცველები: სირიაში 2011 წლიდან 330 ათასი ადამიანი დაიღუპა

უფლებადამცველები: სირიაში 2011 წლიდან 330 ათასი ადამიანი დაიღუპა

სირიაში 2011 წლიდან, როდესაც კონფლიქტი დაიწყო, 330 ათასი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BFMTV ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში სირიის ობსერვატორიის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 100 ათასი სამოქალაქო პირია, მათ შორის 18 ათასი ბავშვი და 11,5 ათასი ქალი. სამთავრობო ძალებმა და მოკავშირეებმა დაახლოებით 117 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს.

დაღუპულთა საერთო მონაცემებს შორის არიან სირიის შეიარაღებული ოპოზიციის მებრძოლები, სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფების ბოევიკები, რაც დაახლოებით 115 ათას ადამიანს შეადგენს.

23 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამა წლის 23 აპრილიდან 23 მაისამდე სირიაში საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშების შედეგად, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, მშვიდობიანი მოქალაქეების რეკორდული რაოდენობა დაიღუპა.

ადამიანთა უფლებათა დაცვის საკითხებში სირიის ობსერვატორიის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში 225 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 44 ბავშვი და 36 ქალი.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის