მსოფლიო
ევროკავშირმა ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, სანქციები 16 სირიელს დაუწესა

ევროკავშირმა ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, სანქციები 16 სირიელს დაუწესა

ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, ქიმიური იარაღის გამოყენებისა და წარმოების გამო, სანქციების სიაში 16 სირიელი შევიდა. ამის შესახებ საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, შემაკავებელი ზომები რვა მკვლევარსა და რვა მაღალი რანგის სამხედროზე ვრცელდება. ამდენად, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების სიაში ამჟამად 255 სირიელია შესული, რომელთაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ და მათი აქტივებიც გაიყინება.

ამასთან, სანქციები 67 ადგილობრივ კომპანიასა და ორგანიზაციას დაუწესდა.

11 ივლისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მოსკოვი დამასკოს წინააღმდეგ ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს არანორმალურ სიტუაციად მიიჩნევს.

საპასუხოდ, მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის პოლიტიკა სირიასთან დაკავშირებით ფიზიკური პირების წინააღმდეგაა მიმართული და არა სირიელი ხალხისადმი.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის