მსოფლიო
ლონდონის მერი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებს

ლონდონის მერი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებს

ლონდონის მერმა სადიკ ხანმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბორის ჯონსონს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

მისი თქმით, ჯონსონმა თანამდებობა უნდა დატოვოს, რადგან როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ბევრი დანაშაული ჩაიდინა. კერძოდ, სადიკ ხანის აზრით, ბორის ჯონსონმა ლიბიის, აშშ-ის, ესპანეთისა და სხვა ქვეყნების მცხოვრებლებს შეურაცხყოფა მიაყენა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორის ჯონსონმა რუსეთი "უსინათლო რეჟიმის ბრმა მხარდაჭერაში" დაადანაშაულა.

გამოცემა The Times-ის ცნობით, ბრიტანეთის პარლამენტის ორმოცი კონსერვატორი დეპუტატი პრემიერმინისტრ ტერეზა მეის უნდობლობას უცხადებს და მისი გადადგომის მოთხოვნით წერილს ხელს აწერს.

დეპუტატები Brexit-ის საკითხზე ტერეზა მეის პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან. ევროკავშირი Brexit-ის საკითხზე მოლაპარაკებების შეჩერებით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთი ბლოკიდან გასვლასთან დაკავშირებულ ყველა ფინანსურ საკითხს არ დაეთანხმება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტერეზა მეის წინააღმდეგ "შეთქმულებაში", ასევე ზოგიერთი მინისტრიც მონაწილეობს. ისინი Brexit-ის საკითხზე ტერეზა მეის პოზიციით უკმაყოფილონი არიან. როგორც The Times წერს, შექმნილ ვითარებაში, შესაძლოა ბრიტანეთის პრემიერი გადადგეს.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის