მსოფლიო
კალიფორნიის ჩრდილოეთით სროლა მოხდა - დაღუპულია ოთხი ადამიანი

კალიფორნიის ჩრდილოეთით სროლა მოხდა - დაღუპულია ოთხი ადამიანი

მინიმუმ ოთხი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა სროლების შედეგად, რომლებიც ამერიკის შტატ კალიფორნიის რამდენიმე წერტილში, მათ შორის სკოლაშიც მოხდა.

ინციდენტი ორშაბათს დილით მოხდა. უცნობმა პირმა თავის სახლთან სროლა დაიწყო, შემდეგ კი დაწყებითი სკოლის ტერიტორიაზე გადაინაცვლა.

ადგილობრივი მაცხოვრებელის თქმით, იგი იცნობდა თავდამსხმელს, რომელიც 50 წლის იყო. "ბოლო დროს სროლაში ბევრს ვარჯიშობდა", - ყვება იგი ჟურნალისტებთან.

მან აგრეთვე განაცხადა, რომ პოლიციასაც მიმართა და მეზობლის უჩვეულო საქციელების შესახებ უამბო, რომელიც უკვე ხალხსაც ემუქრებოდა. პოლიცია აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თავდამსხმელი მოკლულია. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსროლელს თან ვინტოვკა და ორი პისტოლეტი ჰქონდა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის