მსოფლიო
რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

რუსეთში, სამგზავრო თვითმფრინავი L-410 ჩამოვარდა, რომელიც რეისს ხაბაროვსკიდან ბელკანის მიმართულებით ასრულებდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხაბაროვსკის ტერიტორიაზე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი და 5 მგზავრი იმყოფებოდა. "ინციდენტის დროს, 6 ადამიანი დაიღუპა, ერთი მგზავრი - 2.6 წლის ბავშვი იყო" ,- ნათქვამია განცხადებაში. ადგილზე პოლიცია მუშაობს. მომხდარის მიზეზი და სხვა დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს, An-2 ტიპის თვითმფრინავი, რომელიც ხაბაროვსკის მიმართულებით მიფრინავდა, ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად პილოტი დაიღუპა. ერთი პირი კი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის