მსოფლიო
პოლონეთში, Thomson Reuters- ის შენობაში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა

პოლონეთში, Thomson Reuters- ის შენობაში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა

პოლონეთის ქალაქ გდინიაში, Thomson Reuters- ის შენობაში, 30 წლის ბელარუსელმა ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება" იუწყება.

Glock-ის ტიპის პისტოლეტით შეიარაღებულმა მამაკაცმა შენობის მეორე სართულზე ცეცხლი გახსნა. მამაკაცი თავის კოლეგაზე თავდასხმას ცდილობდა, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა მისი შეჩერება შეძლო.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. როდესაც პოლიცია ადგილზე გამოცხადდა, 30 წლის ბელორუსელი დააკავეს, რომელიც როგორც დადგინდა, ამავე ფირმაში მუშაობდა.

კოლეგების განმარტებით, მამაკაცს მეგობრები არ ჰყავდა და საკმაოდ მარტოსული იყო. ჰქონდა თუ არა მას ფსიქიკური პრობლემები, ამ დროისთვის უცნობია. თავდასხმის მოტივი დგინდება. ის კომპანიის მონაცემთა ბაზის დანერგვაზე მუშაობდა.

ავსტრალიის პრემიერმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მხარი ადრეც დაუჭირა, მაგრამ მისმა მთავრობამ აღნიშნული პოზიცია არ გაითვალისწინა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის