მსოფლიო
სამხედროებმა ზიმბაბვეს ფინანსთა მინისტრი დააკავეს

სამხედროებმა ზიმბაბვეს ფინანსთა მინისტრი დააკავეს

ზიმბაბვეს არმიის წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება არ მომხდარა და პრეზიდენტი რობერტ მუგაბე უსაფრთხოდ იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

"ჩვენი მიზანი მუგაბეს გარემოცვაში მყოფი დამნაშავეების დასჯა იყო, რის გამოც ქვეყანა სოციალურად და ეკონომიკურად იტანჯება", - განაცხადა სამხედრო სპიკერმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში. მისი თქმით, როგორც კი სამხედროები "თავიანთ მისიას შეასრულებენ, ისინი მოელიან, რომ ქვეყანაში სიტუაცია დარეგულირდება".

"როიტერის" ცნობით, სამხედროებმა ზიმბაბვეს ფინანსთა მინისტრი იგნატიუს ჩომბო დააკავეს. ოთხშაბათს, 15 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ სამხედროებმა სახელმწიფო ტელერადიო კომპანია ZSL- ს შენობა ხელში ჩაიგდეს. ეს ქვეყანაში გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე ხდება. ნოემბრის დასაწყისში, 93 წლის მუგაბემ, რომელიც ქვეყანას 37 წელია მართავს, ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვუ გაათავისუფლა და ის გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის