მსოფლიო
ირანი-ერაყის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 530-მდე გაიზარდა

ირანი-ერაყის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 530-მდე გაიზარდა

ორი დღის წინ, ირანისა და ერაყის საზღვართან მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ირანში გარდაცვლილთა რიცხვმა 530-ს გადააჭარბა, დაშავებულია 8 000-ზე მეტი ადამიანი.


მიწისძვრის შედეგად დაახლოებით 12 ათასი შენობები დაინგრა 8 სოფელში. მაშველებს მუშაობას რამდენიმე ადგილზე ჩამოწოლილი მეწყერი ურთულებს.

, 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი, ერაყის საზღვართან პროვინცია ქერმანშაჰი იყო. რყევები იგრძნობოდა თურქეთში, ისრაელსა და ქუვეითშიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება მასობრივად შეწყდა. არის სატელეფონო კავშირის პრობლემები.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის