პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციური მონარქიის საკითხზე პატრიარქთან შეხვედრა გვექნება

ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციური მონარქიის საკითხზე პატრიარქთან შეხვედრა გვექნება

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო მონარქიის საკითხზე უახლოეს მომავალში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან გაიმართება შეხვედრა. შეხვედრის გამართვის შემდეგ კი, განცხადება გაკეთდება.

„რაც ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა, ეს არის რა თქმა უნდა ჭეშმარიტება. საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციურ მონარქიას შემოაქვს სიმშვიდე პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა.

ჩვენ აუცილებლად გვექნება შეხვედრა პატრიარქთან, და ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება განცხადების გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მან აქვე განმარტა, რომ კონსტიტუციური მონარქია პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობას გამორიცხავს.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა, რომ კონსტიტუციურ მონაქრიას ქვეყანაში მშვიდობა შეაქვს. მისივე თქმით, საქართველოში ამაზე საუბარი ადრეა, თუმცა წარსულის გამოცდილებიდან ეს მმართველობა უნდა გავაანალიზოთ.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის