პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: პროპორციულ სისტემაზე შესაძლოა 2020 წლის ნაცვლად 2024 წელს გადავიდეთ

ირაკლი კობახიძე: პროპორციულ სისტემაზე შესაძლოა 2020 წლის ნაცვლად 2024 წელს გადავიდეთ

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა შესაძლოა, 2020 წლის ნაცვლად 2024 წლიდან მოხდეს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრებთან კონსულტაციები განიხილება.

„განიხილება ვარიანტები. ერთ-ერთი ვარიანტი არის ის, რომ ჩვენ გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე არა შემდეგი არჩევნებიდან, არამედ იმის შემდგომი არჩევნებიდან.სამწუხაროდ, ოპოზიციამ ჩვენ ჩაგვაყენა კონსულტაციების სირთულის კუთხით ისეთივე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც გვქონდა ჩვენ 2015-2016 წლებში. მაშინ, მხოლოდ საფეხურებრივად გახდა შესაძლებელი პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე ინიციატივის წარდგენა, დღეს ვართ იგივე რთულ მდგომარეობაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის