პოლიტიკა
კობახიძე: პრეზიდენტს გაუჭირდება საუბარი იმაზე, თუ რა მართალი იყო პარლამენტის თავმჯდომარე

კობახიძე: პრეზიდენტს გაუჭირდება საუბარი იმაზე, თუ რა მართალი იყო პარლამენტის თავმჯდომარე

„ჩვენ პრეზიდენტისთვის დებატები არ შეგვითავაზებია. მას შევთავაზეთ, რომ ერთად დავმსხდარიყავით საზოგადოების წინაშე, ღია ეთერში- საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე და გვესაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების არსის თაობაზე“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ეს შეთავაზება არ მიიღო, რაც პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით ცხადყოფს, რომ პრეზიდენტის პოზიციები არის ძალიან სუსტი.

ირაკლი კობახიძე აქვე დასძენს, რომ პრეზიდენტს გაუჭირდება, ღია ეთერში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დაჯდეს.

„პრეზიდენტმა თავიდანვე ძალიან არასწორი გზა აირჩია, ეს იყო კომისიასთან, საქართველოს პარლამენტთან დაპირისპირების გზა. მას შემდეგ რაც დადასტურდა ამ რეფორმის წარმატება, ბუნებრივია პრეზიდენტი შევიდა ჩიხში და ამის შედეგია ის, რომ მან სამწუხაროდ უარი თქვა ჩვენ შეთავაზებაზე. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზად ყოფნას, რომ ამ ფორმატში მივიღოთ მონაწილეობა.

პრეზიდენტმა ვერ გათვალა ის, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური პოლიტიკური ნება - ძალიან დახვეწილი კონსტიტუცია ჩამოგვეყალიბებინა. არ არსებობს არც ერთი მუხლი, არც ერთი ნორმა, სადაც ჩვენ შეიძლება გვქონდეს უკუსვლა. ყველა მუხლთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს წინსვლა, აქედან გამომდინარე ბუნებრივია ჩვენი პოზიციები არის ძალიან ძლიერი, რაც დაადასტურა ვენეციის კომისიამ, აქედან გამომდინარე არის პრეზიდენტის პოზიციები უაღრესად სუსტი, ასეთ დროს ბუნებრივია პრეზიდენტს გაუჭირდება ის, რომ დაჯდეს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად და საზოგადოების წინაშე ისაუბროს იმაზე, თუ რა მართალი იყო საქართველოს პარლამენტი, რა მართალი იყო პარლამენტის თავმჯდომარე და რა მართალი იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი თვეების განმავლობაში საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი მოწინააღმდეგე იყო.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის