პოლიტიკა
ალექსანდრე ჯეჯელავა: საკონსტიტუციო მონარქიაზე პატრიარქის ინიციატივა საყურადღებოა

ალექსანდრე ჯეჯელავა: საკონსტიტუციო მონარქიაზე პატრიარქის ინიციატივა საყურადღებოა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საკონსტიტუციო მონარქიის საკითხზე საუბრობს და აცხადებს, რომ ასეთ გადაწყვეტილებას სრული ეროვნული თანხმობა სჭირდება. მისივე თქმით, პატრიარქის ეს ინციატივა საყურადღებოა.

"მოგეხსენებათ, ეს ისეთი საკითხია, რომელსაც სრული ეროვნული თანხმობა სჭირდება. შესაბამისად პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ პატრიარქის ინციატივა რა თქმა უნდა საყურადღებოა და მეორე რიგში უნდა ვთქვათ, რომ მთელმა ქართველმა ხალხმა და ერთმა უნდა მიიღოს ასეთ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა. და ჩვენი პოზიცია როგორც მთავრობის, იქნბა გამომდინარე სწორედ ქართველი ხალხის ნებიდან", - განაცხადა ჯეჯელავამ.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა, რომ კონსტიტუციურ მონაქრიას ქვეყანაში მშვიდობა შეაქვს. მისივე თქმით, საქართველოში ამაზე საუბარი ადრეა, თუმცა წარსულის გამოცდილებიდან ეს მმართველობა უნდა გავაანალიზოთ.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის