პოლიტიკა
თომ გრემი: "მკაცრად ვაფრთხილებდით  სააკაშვილს  დაეოკებინა თავისი ამბიციები"

თომ გრემი: "მკაცრად ვაფრთხილებდით სააკაშვილს დაეოკებინა თავისი ამბიციები"

"სააკაშვილმა არასწორედ აღიქვა ის მხარდაჭერა, რომელიც მას ჰქონდა ვაშინგტონში რეფორმების განხორციელებისას"-

აცხადებს სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" საუბარში საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმა Kissinger Associates მმართველი დირექტორი თომ გრემი , რომელიც 2008 წელს, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მრჩეველი იყო.

კითხვაზე, როგორ აფასებთ, 2008 წლის შეირაღებულ კონფლიქტში მიხეილ სააკაშვილის როლს?

თომ გრემი, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მრჩეველი ასე პასუხობს:

„ეს საკმაოდ რთული საკითხია. სააკაშვილი ძალიან წინააღმდეგობრივ ფიგურად აღიქმება როგორც საქართველოში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ყველგან. ამ პერიოდში მე ბუშის ადმინისტრაციაში ვმუშაობდი. ჩემი აზრით, მან არჩევანი გააკეთა არა იმაზე, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური გზით გადაეჭრა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაციის საკითხი, უზრუნველყო ეკონომიკური და აღმავლობა და განვითარება საქართველოს იმ ნაწილისა, რომელსაც თბილისი აკონტროლებდა, არამედ მისი არჩევანი შეჩერდა სხვა, სამხედრო საშუალებებზე და რა მოიტანა ამან? საქართველოს რეაქციამ რუსების ქმედებებზე სიტუაცია უფრო დაძაბა და შეიარაღებულ კონფლიქტამდე მიიყვანა. სააკაშვილმა არასწორედ აღიქვა ის მხარდაჭერა, რომელიც მას ჰქონდა ვაშინგტონში რეფორმების განხორციელებისას. შეერთებული შტატები არასოდეს განიხილავდა კონფლიქტის შეიარაღებული გზით გადაჭრის შესაძლებლობას.

გულახდილად რომ გითხრათ, ის ხაფანგში გაება და მან დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც საქართველოსთვის კატასტროფული შედეგით დამთავრდა. დღევანდელი გადასახედიდან რომ შევხედოთ, შეერთებული შტატები და ევროპა მიესალმებოდა არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით გადაჭრას. მე მაშინ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციაში ვმუშაობდი და ჩვენ საკმაოდ კრიტიკულად ვიყავით მისი ქმედებების მიმართ განწყობილი, მკაცრად ვაფრთხილებდით მას დაეოკებინა თავისი ამბიციები და ძირითადი აქცენტი გაეკეთებინა ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ წარმატებაზე, რომ ამ ორი რეგიონის რეინტეგრაცია მომხდარიყო. სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობები გაშვებულ იქნა და დღეს თქვენ უფრო რთულ სიტუაციაში ხართ, ვიდრე ეს იყო ცხრა წლის წინ.“

ინტერპრესნიუსი



წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის