პოლიტიკა
კახა მიქაია: ,,ქართველთა მარშს,, კომიკური იერი დაჰკრავდა

კახა მიქაია: ,,ქართველთა მარშს,, კომიკური იერი დაჰკრავდა

პირველი ნაწილი

,,თაიმერმა,, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, ინტერვიუ ჩაწერა ,,დაიცავი საქართველოს,, ერთ-ერთ ლიდერ – კახა მიქაიასთან.


-ბატონო კახა, როგორ შეაფასებდით 14 ივლისის აქციებს, რომელიც რადიკალურად განსხვავებული მოთხოვნებით, ორი, განსხვავებული დატვირთვის მქონე ადგილზე გაიმართა?
– სოციალურ-პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში არის მძიმე და ხელისუფლება ცდილობს ეს ფაქტი სხვადასხვა აქციებით, რეალურად არსებული თუ მოგონილი პრობლემებით გადაფაროს. ხელისუფლების წარუმატებლობა სახეზეა.
იდეაში ორივე აქციას ვემხრობი. პირველ რიგში, უნდა ავღნიშნო, რომ რუსეთის მცოცავი ოკუპაცია გრძელდება და სააკაშვილის მიერ თავის დროზე დაშვებულ შეცდომებს, მის მიერ რუსეთის პროვოკაციაზე წამოგებას და აგვისტოს ომის შედეგებს, დღეს იმკის ქართული საზოგადოება და დღევანდელი ხელისუფლება. მიუხედავად ამისა, დღევანდელი ხელისუფლება მცოცავი ოკუპაციის შეჩერების თაობაზე ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. აქცია საოკუპაციო საზღვართან იყო ძალიან მწირი. მნიშვნელოვანი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ბატონ კელის ჩასვლა და მისი განცხადება. ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი დასავლელი პარტნიორების და აშშ-ს მხარდაჭერა. ის ერთგულია მთავარი პრინციპის. აშშ დასავლეთთან ერთად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და წინააღმდეგია რუსული ოკუპაციის. აღსანიშნავია, რომ ნიშა ოკუპაციასთან ბრძოლისა ისევ უკავიათ ნაციონალურ მოძრაობას და მის მიმყოლებს, არადა, ხელისუფელბა უნდა იბრძოდეს დეოკუპაციისათვის, ხელისუფლება უნდა ღებულობდეს ქმედით ზომებს ოკუპაციის საწინააღმდეგოდ. სწორედ ხელისუფლება უნდა ანიჭებდეს პრიორიტეტს დეოკუპაციის საკითხს საერთაშორისო დონეზე, რაც, სამწუხაროდ, სათანადო დონეზე არ ხდება.
-ბატონო კახა სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიანი აქცია ,,ქართული ოცნების ,,ლიდერებმა გააქილეკეს.
-ვინც არა უნდა მართავდეს აქციას, თუ ეს ეხება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მცოცავ ოკუპაციას, მაშინ საქილიკო არაფერია. გასაქილიკებელი შესაძლოა, არის ნაციონალური მოძრაობა და მათი მომყოლები, მაგარამ ოკუპაციასთან ბრძოლის ნიშა უნდა ეჭიროს არა ნაციონალურ მოძრაობას, არამედ ხელისუფლებას და იმ ძალებს, რომლებიც რეალურად უნდა იყვნენ დაინტერესებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით. აქ სერიოზულად არის საქმე. აშშ-ს ელჩის ჩასვლაც სოფელ ბერშუეთში, იმაზე მეტყველებს, რასაც მე ახლა ვამბობ.

რაც შეეხება აღმაშენებლის გამზირზე გამართული აქციას სახელწოდებით „ქართველთა მარში“?
-ამ აქციას კომიკური იერი დაჰკრავდა, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა მისი ორგანიზატორების მიმართ, იმედი მაქვს, 14 ივლისს ვაჟა-ფშაველას და ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების დღეს, სპეციალურად არ დაამთხვიეს ერთ დროს ზვიადისა და მერაბის მიერ დაწყებული და აღზევებული ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობის ,,განახლება.” (იცინის)
მე იმედი მაქვს, რომ იმ პრობლემებს, რომლებიც მართლა არსებობს ქვეყანაში, მიხედავს ხელისუფლება. იცით რა? პრობლემების მოგვარებას არ სჭირდება არანაირი მარში. მას სჭირდება საემიგრაციო კანონის გამკაცრება და რეგულირება. არალეგალური ბიზნესი, პროსტიტუცია და ყველაფერი ის, რაც გაპროტესტდა, უკავშირდება ხელისუფლებას, რადგან ამ ყველაფრის წილში არის სწორედ ხელისუფლება. ამიტომ ეს ყველაფერი ხელისუფლებამ უნდა დაარეგულიროს. ხოლო რაც შეეხება ემიგრანტების გაყრას, მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.

როგორ შეაფასებდით პატრიოტთა ალიანსის” წევრების ვიზტს მოსკოვში?

,,პატრიოტთა ალიანსის” წევრების ვიზიტი მოსკოვში…ღიმილისმომგვრელია. რუსეთის დუმის დეპუტატებთან რაღაც ჯგუფის შექმნა და იმის იმედად ყოფნა, რომ მოგვარდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, პუტინი გამოიჩენს კეთილ ნებას, მოხდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა – ეს ისეთი ილუზიაა, რომ ამაზე საუბარიც არ მინდა. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით თუ როგორ იქცეოდა რუსეთის ფედერაცია ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული დღემდე. ეროვნული ხელისუფელბის დამხობა განხორციელდა კრემლიდან. ჩემს ოპონენტებს ჰგონიათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების და დასავლეთის ბრძანება შეასრულა რუსეთმა… ეს ხომ სასაცილოა?! რუსეთის ფედერაციის ქმედებები საქართველოში, ყველა ხელისუფელბის დროს მიმართული იყო ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ერთი რამ უნდა დავიჯეროთ, რომ რუსეთი ყოველთვის იქნება წინააღმდეგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ჩვენი ინტეგრაციის ევრო-ატალატიკურ სივრცეში. რომ არა აშშ-ს და დასვლეთის მხარდაჭერა, რომ არა იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებიც რვა აგვისტოს თბილისში ხალხთან ერთად იდგნენ რუსთაველზე, რუსეთს ვერ შევაჩერებდით… და ამის ფონზე ცოტა სასაცილოა სააკაშვილის განცხადება, რომ მან გააჩერა მცხეთასთან რუსეთის არმია. რუსეთი შეაჩერა დასავლეთმა. ჩვენი სახელმწიფოებრიობა და მისი შენარჩუნება დღეს დამოკიდებულია აშშ-სა და დასავლეთის მხარდაჭერაზე. ამიტომ მე სკეპტიკურად შევხედავდი ყველა კონტაქტს, მითუმეტეს ოპოზიციური პარტიის კონტაქტს რუსეთის ფედერაციასთან. საქართველოს ხელისუფლებამ, თუ ამის უნარი გააჩნია, ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას დეოკუპაციისთვის და შეაწუხოს მსოფლიო საზოგადოება, რათა თემა საქართველოს დეოკუპაციისა, იქცეს აქტუალურად მსოფლიო პოლიტიკაში.
თქვენ ხედავთ თანდათან როგორ მოცოცავს ეს საზღვარი მთავარი გზატკეცილისკენ და ამის შეჩერაბა არის აუცილებელი. ხელისუფლებამ უნდა მიხედოს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს.
თუ ხელისუფლება სათავისოდ გამოიყენებს ამ აქციებს და მხოლოდ იმაზე იზრუნებს, როგორ შეინარჩუნოს ძალაუფლება, ეს მას ცუდად მოუტრიალდება.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის