პოლიტიკა
კალაძე: ნარმანიას არ უნდა დავუკარგოთ ის შრომა, რომელიც ამ ადამიანმა 3 წლის განმავლობაში გაწია

კალაძე: ნარმანიას არ უნდა დავუკარგოთ ის შრომა, რომელიც ამ ადამიანმა 3 წლის განმავლობაში გაწია

თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ გადაცემა "რეაქციაში" საუბრისას განაცხადა, რომ თბილისი ყოფილი მერი დავით ნარმანიას დროს ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა.

"მე ყოველთვის ვსაუბრობს იმ გაკეთებულ სამქეებზე რომელიც დათოს მერობის დროს იქნა გაკეთებული. რა თქმა უნდა, დათოს არ უნდა დავუკარგოთ ის ამაგი და შრომა, რომელიც ამ ადამიანმა 3 წლის განმავლობაში გააკეთა და განახორციელა. მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ 3 წელი არის ძალიან ცოტა, ისიც უნდა აღვნოშნოთ, რომ მას ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდა. ძალიან რთული იყო მუშაობა უგულავას მერობის შემდეგ. ძალიან კონკრეტული შემთხვევები შემიძლია დავასახელო, როცა საბოტაჟი იყო, თუმცა დათომ მოახერხა გადაწყობა, გადალაგება და დღეს ყველანაირი საფუძველი საძირკველი არსებობს რომ ავაშენოთ, ამაზე მოვახდინოთ ქალაქის განვითარება ქალაქის წინსვლა, სწორის განაშენიება.

ძალიან ბევრ პროექტი შემიძლია ჩამოვთვალო,რაც დათოს მერობის პირობებში განხორციელდა", - განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის