პოლიტიკა
კახა კალაძე: მიუსაფარი ცხოველების თემას ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა

კახა კალაძე: მიუსაფარი ცხოველების თემას ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე პირობას დებს, რომ მიუსაფარი ცხოველების თემას ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა. გადაცემა "რეაქციაში" მან თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მართლაც ძალიან დიდ, კეთილ საქმეს აკეთებს.

"პირდაპირ ვიტყვი, თამაზი მართლაც ძალიან კარგ და კეთილს საქმეს საკეთებს. მესმის, ეს მართლაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ქალაქში და რა თქმა უნდა, არ მინდა გავიკიცხო, შეიძლება ვიღაცამ თქვას, ადამიანებს მიხედეთ, რა დროს ცხოველებიაო, თუმცა ამ მიმართულებით ძალიან დიდი ყურადღება იქნება.

საკმაოდ დიდი თანხები, 3 მილიონია წლიური ბიუჯეტი ამ მიმართულებით და მოხდება ამ თანხების სწორად გამოყენება, რომ უფრო მეტი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ და უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამ მიმართულებას",-განაცხადა კალაძემ.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის