პოლიტიკა
სოზარ სუბარი: არავინ მეგულება მეორე, უფრო წარმატებული ადამიანი, ვიდრე ბატონი ივანიშვილი

სოზარ სუბარი: არავინ მეგულება მეორე, უფრო წარმატებული ადამიანი, ვიდრე ბატონი ივანიშვილი

არავინ მეგულება მეორე, უფრო წარმატებული ადამიანი, ვიდრე ბატონი ივანიშვილი, მაგრამ ერთწლიანი პრემიერობის შემდეგ ის თავისით წავიდა თანამდებობიდან,-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა გადაცემაში "რეაქცია" განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელმა მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილები შეაფასა და შს ყოფილი მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის საქმიანობა დადებითად შეაფასა.

"უინსტონ ჩერჩილმა მერე მსოფლიო ომი მოიგო და მეორე დღეს ის გადაირჩია ინგლისელმა ხალხმა. ცვლილებები ყოველთვის იქნება და ამას უნდა შევეგუოთ. არავინ მეგულება მეორე, უფრო წარმატებული ადამიანი, ვიდრე ბატონი ივანიშვილი, მაგრამ ერთწლიანი პრემიერობის შემდეგ ის თავისით წავიდა თანამდებობიდან. იგივე გაიმეორა შემდეგმა პრემიერმაც და ასე შემდეგ. ცვლილებებს ნუ უყურებთ, როგორც დრამატულ მოვლენას, ის ყოველთვის იქნება. არამგონია საქართველოში იყოს ადამიანი, ვისაც არ ახსოვდეს ის უძილო ღამეები, რომელიც ამ ადამიანმა გაატარა (გიორგი მღებრიშვილი) ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს იმ მწირი რესურსებით გააკეთა, რაც გვქონდა",-განაცხადა სუბარმა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის