პოლიტიკა
კორძაია: მღებრიშვილი წარუმატებელი მინისტრი იყო და ახლა კირიზისების მართვის საკითხებს აბარებენ

კორძაია: მღებრიშვილი წარუმატებელი მინისტრი იყო და ახლა კირიზისების მართვის საკითხებს აბარებენ

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის თამარ კორძაიას შეფასებით, შსს-ს ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი წარუმატებელი მინისტრი იყო.

კორძაია ფიქრობს, რომ მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ხელმძღვანელად არ უნდა დაინიშნოს.

„გიორგი მღებრიშვილს პერსონალურად კი არ ვერჩი, მაგრამ ვერაფერი ვერ გააკეთა როგორც მინისტრმა, მინიმუმ ჟურნალისტის გატაცების საქმეზე მაინც ხომ უნდა ეგო პასუხი, მაგრამ არა, უმუშევრად არ ტოვებენ და კრიზისების მართვის საკითხებს აბარებენ ადამიანს, რომელიც წარუმატებელი იყო თავისი შედეგებით მინისტრობის პერიოდში. არავითარი ანალიტიკა არ არის გადაწყვეტილების მიღების დროს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის