საზოგადოება
გაიგე მეგობრობ თუ არა შენს მომხმარებელთან

გაიგე მეგობრობ თუ არა შენს მომხმარებელთან

მითხარი როგორი ვებგვერდი გაქვს შენ და გეტყვი მეგობრობ თუ არა შენს მომხმარებელთან

მეგობრობა... და პირველივე წამიდან, რასაც ამ ცნებასთან დაკავშირებით ჩვენი ტვინი, მისი კუთხე-კუნჭულიდან გამოიძახებს, ადამიანებს შორის ურთიერთობას, ნდობას, კომუნიკაციას და უამრავ ემოციას უკავშირდება. თუმცა, დღევანდელ სამყაროში, მეგობრობის დეფინიციას, კომპანიას და მის მომხარებელს შორის ურთიერთობის გამოსახატავადაც ხშირად იყენებენ. მეტიც, კომპანიები, ამ მიმართულებით ძალ-ღონეს არ იშურებენ და ეს მათი წარმატების ინდიკატორიც კი გახდა.

დღევანდელ ციფრულ სამყაროში, კომპანიის და მომხმარებლის ურთიერთობა ინტერნეტით, ვირტუალურ სამყაროში, ვებგვერდით იწყება.

ამიტომ, თუ თქვენ არ გაქვთ და უახლოეს პერიოდში გეგმავთ გქონდეთ ვებგვერდი, რათა ფეხი აუწყოთ ბიზნესის სწორად განვითარებას, ან სულაც, გაქვთ ვებგვერდი, მაგრამ გსურთ, სრულად აკმაყოფილებდეს სტანდარტებს, მნიშვნელოვანია გესმოდეთ მისი მახასიათებლები, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი ინვესტიციის ეფექტურად წარმართვა, მომხარებელთან გრძელვადიანი და მეგობრული ურთიერთობის დამყარება და რაც მთავარია, თქვენი, როგორც წარმატებულ ბიზნესად ჩამოყალიბება.

წარმოგიდგენთ რამდენიმე საკითხს, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თქვენს მეგობრობას მომხარებელთან.

ვიზუალური მხარე

პირველი შთაბეჭდილების მოხდენა რომ ვიზუალური ეფექტით ხდება ამაზე აღარ ვდაობთ. მგონი აღარც იმაზე, თუ რა განსაზღვრავს ამ შთაბეჭდილების ეფექტურობას. ამიტომ, აუცილებელია ყურადღება მიექცეს ფერების სწორად შეხამებას, ტექსტის შრიფტის დიზაინს და ზომას, გრაფიკას, ფოტოების ხარისხს, და რაც მთავარია, ამ ყველაფერში სიმარტივის და სისადავის სინთეზის პოვნას.

„ქონთენთი“ ანუ შინაარსი

პირველადი შთაბეჭდილების შემდეგ, მნიშვნელოვანია ის შინაარსი, რაც მომხარებელს ვებგვერდზე ხვდება. ინფორმაციამ მომხარებელს, გადაწყვეტილების მიღების საშუალება უნდა მისცეს. შიგთავსის მუდმივი განახლება კრიტიკულად საჭიროა, ინფორმაციის უფრო ეფექტური გზით მიწოდება კი, ვიდეოების, მოძრავი ბანერების თუ სხვა საშუალებებითაა შესაძლებელი.

ტექნიკური გამართულობა და ფუნქციონალი

რაც არ უნდა კარგად გქონდეთ შერჩეული ვიზუალური მასალები, შინაარსი და ის საშუალებები, რითაც გინდათ რომ მუდმივად „ემეგობროთ“ მომხარებელს, გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი ფუჭად ჩაივლის, თუ ვებგვერდი ტექნიკურად გაუმართავი იქნება.

გამოყენებადობა

წარმატებული ვებგვერდი მისი გამოყენების ხარისხით განისაზღვრება. ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორია ნავიგაცია ვებგვერდზე, რამდენად წაკითხვადი და გასაგებია ის. გასათვალისწინებელია თითოეული გვერდის ზომა სიმაღლეში, „ქონთენთის“ თანმიმდევრულობა და ლოგიკური ბმა, აღწერითი დამატებითი ბმულების შექმნა, რომელიც მომხარებელს უფრო მეტად გააცნობს საჭიროების შესახებ და ბოლოს, მთავარია, თქვენი ვებგვერდი ყველა მოწყობილობასთან თავსებადობის პარალელურად, სწრაფად იხსნებოდეს ყველა ბრაუზერში, ხარვეზის და შეფერხების გარეშე.

SEO ოპტიმიზაცია

საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის უამრავი წესი და პრინციპი არსებობს, რომლის დაცვა ინტერნეტში დაწინაურებას იწვევს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, შეიძლება მარტივით დაწყებაც, რაშიც ვებგვერდზე სწორი აქცენტებით გაჯერებული სიტყვების და წინადადებების გამოყენება დაგეხმარებათ.

ამ ინფორმაციის თეორიულად ცოდნა უკვე კარგია, მაგრამ, იმისთვის რომ „ემეგობრო“ მომხარებელს, მნიშვნელოვანია ამ ყველაფერის სისრულეში მოყვანა.

ჩვენთან, GoodWeb -ში ვებგვერდის ამ და სხვა მრავალ მახასიათებელს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროფესიულ დონეზე, რადგან სერვისის პროცესში ჩართულია კომპანიის თითოეული დეპარტამნეტი, რომელიც საჭიროების შესაბამისად მოქმედებს. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენ უკვე მზად ხართ, თამამად გადადგათ მეგობრობის პირველი ნაბიჯი მომხარებელთან.

გაინტერესებს როგორ?

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის