საზოგადოება
რა საფრთხეებია მოსალოდნელი ზაფხულის თვეებში - დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს

რა საფრთხეებია მოსალოდნელი ზაფხულის თვეებში - დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით იზრდება პოტენციური საშიშროება მწერების, მათ შორის ტკიპის და ლეიშმანიოზის გადამტანი მწერების მხრიდან.

NCDC & PH მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს და ურჩევს, რომ ლეიშმანიოზის გადამტანი მწერების კბენისგან თავის დასაცავად ბავშვები მოარიდონ შებინდების შემდეგ გასეირნებას, ან მათ გრძელსახელოიანი, ღია ფერის სამოსი ჩააცვან. ამასთანავე მოსახლეობას დამაფრთხობელი საშუალებებისა და მწერებისგან დამცავი ბადის გამოყენებას ურჩევენ

რეკომენდაციები ვრცელდება, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირების მიმართაც, ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე მათ ურჩევს რომ ცხოველები სპეციალური საშუალებებით დაამუშაონ და გაითვალისწინონ, რომ ტკიპის ხელით მოცილება არ შეიძლება.

NCDC & PH ზაფხულის ცხელ დღეებში გაგრილებისა და წყლის მიღების რეკკომენდაციას იძლევა.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის