საზოგადოება
სოფელი შამგონა შესაძლოა დაიტბოროს - „თი ენდ თი ჯგუფს“ მდინარე ენგურის კალაპოტიდან ინერტული მასალა გააქვს

სოფელი შამგონა შესაძლოა დაიტბოროს - „თი ენდ თი ჯგუფს“ მდინარე ენგურის კალაპოტიდან ინერტული მასალა გააქვს

ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში მოსახლეობა მდინარე ენგურის კალაპოტიდან ინერტული მასალის ამოღებას აპროტესტებს.

როგორც „ნიუპოსტის“ კორესპონდენტს აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, ენგურის კალაპოტიდან ქვა-ღორღის ამოღებამ შესაძლოა ირგვლივ არსებული მიწის ნაკვეთებისა და სოფლის დატბორვა გამოიწვიოს.

მათივე განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია გამოცხადებულია „წითელ ზონად“ საიდანაც ქვის გატანა აკრძალულია. თუმცა აღსანიშნავია რომ, კომპანია „თი ენდ თი გრუპმა“, რომელიც სადაო ტერიტორიაზე ქვის მოპოვების სამუშაოებს აწარმოებს, ადგილობრივებს ლიცენზია წარუდგინა, რომელიც გარემოს დაცვის სამინიტროს მიერ არის გაცემული.

სოფელ შამგონას მოსაახლეობა სამუშოების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის გაგრძლებას თბილისში, გარემოსა სამინისტროსთან აპირებს.


წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის