საზოგადოება
ნაძალადევში მცხოვრებ 500-მდე მოქალაქეს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა

ნაძალადევში მცხოვრებ 500-მდე მოქალაქეს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა

ნაძალადევის რაიონის მოსახლეობისთვის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აქცია გაიმართა. უფასო სამედიცინო გამოკვლევები 500-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა. აქცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ნაძალადევის რაიონის გამგეობის, ორგანიზაცია „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლისა“ და პარლამენტის დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის ბიუროს ორგანიზებით განხორციელდა. ინფორმაციას გამგეობა ავრცელებს.

ლაბორატორიული კვლევის პარალელურად, პაციენტებმა, საჭიროების მიხედვით, კონსულტაცია გაიარეს შემდეგი პროფილის ექიმებთან: თერაპევტი, კარდიოლოგი, გასტროენტეროლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ნევროლოგი, ყბა-სახის ქირურგი, ტრავმატოლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი, მეან-გინეკოლოგი, მამოლოგი, პროქტოლოგი, უროლოგი, ენდოკრინოლოგი, ნეიროქირურგი, ალერგოლოგი და რადიოლოგი. პაციენტებს, საჭიროების შემთხვევაში, ელექტროკარდიოგრაფიული, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევებიც ჩაუტარდათ. უფასო გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე ნიკოლოზ კანდელაკი თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელობასთან ერთად გაეცნო.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის