საზოგადოება
ე.წ.დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ე.წ.დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია


უსაფრთხოების გამო ე.წ. დეზერტირების ბაზრის საწყობების ტერიტორია გადაიკეტა.

აიკრძალა ავტომანქანების მოძრაობა. სამართალდამცავები მოქალაქეებს ტერიტორიაზე მიახლოებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. მუშაობს 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 50 მეხანძრე-მაშველი, ასევე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. თავად მოვაჭრეეების ინფორმაციით, იწვის საწყობები, სადაც სურსათს ინახავდნენ. ცეცხლის სავაჭრო დახლებზე გავრცელების საშიშროება, არსებული ინფორმაციით, არ არსებობს, ვინაიდან სავაჭრო სივრცე საწყობების ტერიტორიიდან საკმაოდ მოშორებულია.




წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის